WorldWide Solution Geo LLC წარმოადგენს საერთაშორისო კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში ჩაბმულ პირს – ტრანზიტის ოპერატორს, რომელიც მიერთებულია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან და დაშვებულია NCTS-ის სისტემაში როგორც ტრანზიტის პროცედურის მფლობელი.
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ბიზნესს მოქნილად და უსაფრთხოდ განახორციელონ ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვა. უზრუნველვყოთ დაბალი საოპერაციო ხარჯები, მაქსიმალური სანდოობა და საბაჟო პროცესების გამჭვირვალობა.
რატომ ჩვენ?
- სანდო და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი საბაჟო სფეროში;
- სწრაფი და მარტივი საბაჟო პროცედურები – საბაჟო ფორმალობებისთვის საჭირო დროის შემცირება. ინფორმაციის „რეალურ დროში“, ელექტრონულად გაცვლა საერთაშორისო დონეზე;
- ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ინოვაციური ტექნოლოგიები საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად („საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ“ კონვენციისა (Single Administrative Document/SAD) და „საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ კონვენციის (Common Transit Convention/CTC) ფარგლებში).
- გარანტიით უზრუნველყოფილი გადაზიდვის შესაძლებლობა;
- დეტალური ინფორმაცია ტვირთის გადაადგილების შესახებ – ტვირთი უცვლელ მდგომარეობაში, ტრანზიტის დოკუმენტაციის თანხლებით, დანიშნულების საბაჟო ოფისში წარადგენა დადგენილ ვადაში, ტრანზიტის პროცედურისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
- საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების გამარტივება;
WorldWide Solution Geo LLC – თქვენი სანდო პარტნიორი საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებში.
